გლორია გეინორი

გლორია გეინორმა კორონავირუსთან ბრძოლის ვიდეოგაკვეთილი გამოაქვეყნა

Nashville Scene

მომღერალმა გლორია გეინორმა სოციალურ ქსელ Tik-Tok-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტურ გზას, თავისი ჰიტის I Will Surive ფონზე გვთავაზობს.

"ამას მხოლოდ ოცი წამი სჭირდება. გადარჩი!!" - წერს პოსტის აღწერილობაში მომღერალი.

ამერიკელმა მომღერალმა სახელი 1978 წელს გამოსული სიმღერით I Will Survive გაითქვა. კომპოზიცია, როგორც ამერიკული ისე ბრიტანული ჩარტების თავში მოექცა. სხვადასხვა გამოცემების შეფასებით I Will Survive მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო საცეკვაო სიმღერაა.   

კომენტარები