მდინარაძე: პირები, რომლებიც თვითიზოლაციის წესებს დაარღვევენ დაჯარიმდებიან

ქართული ოცნების ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, დღეს, 17 მარტს, პარლამენტში დაჩქარებული წესით დარეგისტრირდება ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, პირებს, რომლებიც დაარღვევენ თვითიზოლაციისა თუ კარანტინის წესებს ჯარიმა დაეკისრებათ.

"მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ადეკვატურად მკაცრები უნდა ვიყოთ ასეთ შემთხვევებში", - ამბობს მდინარაძე.

მდინარაძის თქმით, უმრავლესობა განილილავს და არაა გამორიცხული, რომ პირების მიმართ, რომლებიც დაარღვევენ თვითიზოლაციის, თუ კარანტინის წესებს, ადმინისტრაციული პატიმრობაც დაწესდეს. მისივე თქმით, ამ საკითხზე დღეს გაიმართება კონსულტაციები და სარამომდე კანონპროექტი დარეგისტრირდება.

ცნობისთვის, 17 მარტის მონაცემებით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 71 ადამიანია გადაყვანილი.

კომენტარები