Tbilisi Open Air-ის 2020 წლის ფესტივალის შემსრულებლების ვინაობა ცნობილია - ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
ფესტივალი 26, 27 და 28 ივნისს გაიმართება და მასზე მთავარი გამომსვლელები იქნებიან: Polo & Pan, Apparat [LIVE], SHE WANTS REVENGE, Molchat Doma, LP და სხვები.
მთლიანობაში, მსმენელი სამი დღის განმავლობაში 70-ზე მეტი არტისტის მოსმენას შეძლებს.
ფესტივალის ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. 17 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით, შეზღუდული რაოდენობით 3-დღიანი აბონიმენტები გაიყიდება, რომლის ფასიც 125 ლარია.
8 აპრილიდან დაიწყება დღიური ბილეთების გაყიდვა.