შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირმა, რომელიც ვანში ყაჩაღობისთვის დააკავეს, იზოლატორში თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გადაყვანისას კი გარდაიცვალა.
უწყების ცნობით, 1990 წელს დაბადებული შ.ს-მ ვანში სუპერმარკეტ "მაგნიტის" მოლარე ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხა გასტაცა.
"თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმე, შემდგომი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე გადაეგზავნა", - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.