კორონავირუსი საქართველოში

ანაკლიასა და მესტიაში საკარანტინო სივრცეები მოეწყო

ანაკლიასა და მესტიაში საკარანტინო სივრცეები მოეწყო. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ თქვა და აღნიშნა, რომ საკარანტინო ზონად, სადაც მოქალაქეები 14 დღიან საკარანტინო პერიოდს გაივლიან, სასტუმრო პალმ-ბიჩი, სასტუმრო ანაკლია და სასტუმრო პრატაფსი შეირჩა.

მისივე თქმით, ჯამში ანაკლიაში 138 ნომერი იქნება. ორი საკარანტინო სივრცეა მოეწყო მესტიაშიც. 

რწმუნებული ამბობს, რომ რეგიონში ამ ეტაპზე 250 მოხალისეა მობილიზებული, რომელთა გადამზადებას წითელი ჯვარი ახდენს.

"მოხალისეები უკვე ჩაერთვნენ უფასო სასადილოებიდან 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების საკვების შინ მიტანის პროცესში, ასევე მოხალისეები ჩართული არიან სავაჭრო ობიექტებსა და ბანკომატებთან რიგების მოწესრიგებაში"- თქვა მოწერელიამ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა ოდიშარიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში იმყოფება - 329 პირი, რეგიონში თვითიზოლაცია დაასრულა - 63 პირმა, კარანტინში რეგიონიდან გადაყვანილია - სულ 26 ადამიანი. 

კომენტარები