კორონავირუსი საქართველოში

ვაზიანიდან თბილისში გადმოყვანილ ჯარისკაცებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

თავდაცვის სამინისტრო

ვაზიანიდან თბილისში გადმოყვანილ 5 ჯარისკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ინფორმაციას თვადაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დღემდე არც ერთ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი არ დადასტურებია. ასევე, გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა ერთი სამხედროს პნევმონიის დიაგნოზი", - წერია განცხადებაში. 

ჯარისკაცები სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მედიას და სხვა პროფესიულ ჯგუფებს წინასწარ არ გაავრცელონ ინფორმაცია და სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიება არ შეაფასონ, როგორც ვირუსის გავრცელების დადასტურებული შემთხვევა. დაელოდონ როგორც უწყების ოფიციალურ განცხადებას, ასევე მკაფიო სამედიცინო დასკვნებს", - წერია განცხადებაში. 

ვაზიანიდან 5 სამხედრო მოსამსახურე საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით 25 მარტს გადაიყვანეს. 

საქართველოში კორონავირუსით 81 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 13 გამოჯანმრთელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მარნეულსა და ბოლნისში კი მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს

კომენტარები