კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: კლინიკებმა პერსონალის ნუსხა უნდა მოგვაწოდონ, რათა შეუყოვნებლად გადაადგილდნენ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კლინიკებმა ჯანდაცვის სამინისტროს მედპერსონალის სია უნდა მიაწოდოს, რათა მათ გადაადგილების პრობლემა არ შეექმნათ.

"შეგვეძლება განვსაზღვროთ, პერსონალის რა ნაწილს სჭირდება საშვი იმისთვის, რომ გადაადგილება შეუყოვნებლად მოახდინონ საკუთარი ავტომობილით, ასევე დაიგეგმოს, თუ რა ნაწილია პერსონალის, რომელსაც ესაჭიროება მუნიციპალიტეტის გარკვეული ჩართულობა", - თქვა ტიკარაძემ ბრიფინგზე. 

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა კერძო კლინიკებს დაეხმაროს, რათა ისინი ტრანსპორტით უზრუნველყოფილი იყვნენ. 

საქართველოში კორონავირუსის 130 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 26 პირი გამოჯანმრთელდა.

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 00:06 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები