ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან ერთ 6 წლის ბავშვია, რომელმაც თურქეთის საზღვარი გადმოკვეთა.
"3 პაციენტი დაემატა დღეისთვის დადასტურებული დიაგნოზებიდან. 1 არის ეროვნული ბანკის თანამშრომლის ოჯახის წევრი და 2-ს თურქეთის საზღვარი აქვს გადმოკვეთილი. ბავშვი 6 წლისაა, თურქეთის საზღვარი აქვს გადმოკვეთილი - დედა-შვილმა გადმოკვეთა", - თქვა სოლოღაშვილმა.
მისი თქმით, დედა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მაკა სოლოღაშვილის ინფორმაცით, ბოჭორიშვილის კლინიკაში 7 არასრულწლოვანი პაციენტია.
მისივე თქმით, კლინიკაში 2 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა, დანარჩენის კი - დამაკმაყოფილებელი.
ქვეყანაში COVID-19-ის 230 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 52 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.
30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი.
21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა მოქმედებს. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი იყო - მარნეული და ბოლნისი.