კორონავირუსი და ეკლესია

მიტროპოლიტი თეოდორე: მე ვერავის მოვუწოდებ, რომ სახლში დარჩეს

მე ვერავის მოვუწოდებ რომ სახლში დარჩეს. თუ ადამიანს სჭირდება ღმერთთან სიახლოვე, ჩვენ ვერ გავაჩერებთ ადამიანს. ჩვენ შეგვიძლია მოუწოდოთ, რომ დაიცვან რეკომენდაციები და გაუფრთხილდნენ ერთმანეთს. ადამიანს რომ შიოდეს, თქვენ მოუწოდებთ, რომ არ ჭამოს საჭმელი? ჩვენ ერთადერთი ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზიარებით არვის არ გადაედება, იმიტომ, რომ ეს არის სისხლი და ხორცი ჩვენი იესო ქრისტესი, რაც არ შეიძლება იყოს ინფექციის მატარებელი

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე ჭკუაძე კომენდანტის საათის პირობებში სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებაზე. დღეს სამებაში შეკრებილ მრევლს ვნების კვირეულის ღვთისმსახურებების განრიგი გააცნეს. საპატრიარქოს წარმომადგენლის ცნობით, აღდგომის ღამეს პატრიარქი სამებაში კომენდანტის საათის დროს მივა და სააღდგომო ლიტურგიას კანონდარღვევით ჩაატარებს. იქნება ლიტანიობაც.

კომენტარები