კორონავირუსი საქართველოში

ენდელაძე: წელს დავარღვიოთ ძველი ტრადიციები, დარჩით სახლში, ვეცადოთ, გადავრჩეთ

ძალიან გთხოვთ, დარჩით სახლში, დაიცავით დისტანცია და ვეცადოთ, რომ გადავრჩეთ. ახლა ისეთი დღეები გველოდება, როდესაც ყოველთვის ხალხმრავლობა იყო, მაგრამ ეს წელი გადავიტანოთ ისე, რომ რაღაც ძველი ტრადიციები დავარღვიოთ, გავაკეთოთ ისე, რომ არ მოხდეს დრამატული განვითარება. ახლა ის ეტაპია, როდესაც ჩვენ არცერთმა არ ვიცით, ვართ თუ არა ინფიცირებულები და თუ რომელიმეს სიმპტომები გამოგვიჩნდება, მივმართოთ ექიმებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები