კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში COVID-19-ისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ 74

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში, გამოჯანმრთელებულია 74 პაციენტი. მონაცემები stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 336 შემთხვევაა დადასტურებული. 3 ადამიანი გარდაიცვალა.  

კარანტინის რეჟიმში 5 000 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 494. 

საქართველოში კორონავირუსის გამო 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 14 აპრილს პრემიერმინისტრმა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების მოთხოვნით მიმართა. ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში 15 აპრილის 21:00 საათიდან შესვლა-გამოსვლა 10 დღით აიკრძალა. 31 მარტიდან მოქმედებს კომენდანტის საათი. ქვეყანაში დახურულია სავაჭრო ობიექტები, სატრანსპორტო საშუალებები, რკინიგზა, აგრარული ბაზრები და ა.შ.

კომენტარები