Covid-19-ის გამო მიუნხენში ლუდის ყოველწლიური ფესტივალი, სავარაუდოდ, არ ჩატარდება

The Visa Forum

მიმდინარე წლის შემოდგომაზე, მსოფლიოში ყველაზე დიდი ლუდის ფესტივალი "ოქტობერფესტი", ახალი კორონავირუსის გამო, სავარაუდოდ, არ ჩატარდება. ამის შესახებ ბავარიის პრემიერმა, მარკუს ზოედერმა, 16 აპრილს განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მომავალი ორი კვირის განმავლობაში მერ დიეთერ რაითერთან ერთად მიიღებს.

მიუნხენში ლუდის ყოველწლიური ფესტივალი 19 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით იმართება და დაახლოებით, 6 მილიონ ვიზიტორს იზიდავს.

15 აპრილს გერმანიის მთავრობამ და რეგიონული მიწების ოფიციალურმა პირებმა საგანგებო მდგომარეობის ზოგიერთი წესის შემსუბუქება დაიწყეს, თუმცა მათი განცხადებით, დიდი შეკრებები 31 აგვისტომდე აკრძალული იქნება.

16 აპრილის ამჟამინდელი მონაცმემებით, გერმანიაში ახალი ვირუსით ინფიცირების 135 633 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 3 856 პაციენტი. 77 000 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გერმანიაში კორონავირუსის გამოსავლენი ტესტი 1 728 357 ადამიანის ჩაუტარეს.

კომენტარები