კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: გვყავს 2 გამოჯანმრთელებული, ისინი რამდენიმე საათში დატოვებენ კლინიკას

formulanews

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, კლინიკაში მყოფი 2 პაციენტი კორონავირუსის ინფექციისგან გამოჯანმრთელდა და კლინიკას დღეს დატოვებენ. 

რატიანის ინფორმაციით, დღეს კიდევ 20 ადამიანის ანალიზის პასუხს ელოდებიან და თუ მათ ვირუსი არ დაუდასტურდებათ, ისინიც გაეწერებიან კლინიკიდან. 

"ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 91 პაციენტი. აქედან ინფიცირებულია 80 ადამიანი. გვყავს ასევე 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომლებიც რამდენიმე საათში დატოვებენ კლინიკას. რაც შეეხება რეანიმაციულ განყოფილებას, იქ გვყავს 9 პაციენტი. აქედან 5 არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. ასევე 47 შემთხვევაში არის მწვავე პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. 3 მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია. დაგვემატა 2 ახალი შემთხვევა. მათი მდგომარეობა სტაბილურია, მხოლოდ ერთთან გამოვლინდა მწვავე პნევმონია, დაწყებულია სიმპტომური მკურნალობა," - თქვა რატიანმა. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 370 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 77 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები