კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ 79

STR/AFP via Getty Images

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ჯამში, გამოჯანმრთელებულია 79 პაციენტი. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.  

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით 370 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 79 გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა. 

კარანტინის რეჟიმში 5 035 ადამაინია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 540. 

საქართველოში კორონავირუსის გამო 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 14 აპრილს პრემიერმინისტრმა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების მოთხოვნით მიმართა. ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში 15 აპრილის 21:00 საათიდან შესვლა-გამოსვლა 10 დღით აიკრძალა. 31 მარტიდან მოქმედებს კომენდანტის საათი. ქვეყანაში დახურულია სავაჭრო ობიექტები, სატრანსპორტო საშუალებები, რკინიგზა, აგრარული ბაზრები და ა.შ. გუშინ, 16 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ავტომობილების გადაადგილება იკრძალება. ასევე, 17 აპრილიდან აიკრძალა სასაფლაოებზე მისვლა და საჯარო სივრცეში პირბადის ტარება აუცილებელი გახდა.

კომენტარები