ჯეი ჯეი აბრამსი სტივენ კინგის 1977 წელს გამოსული წიგნის, "The Shining"-ის მიხედვით HBO-სთვის სპინოფს [დამოუკიდებელი პროექტი] გადაიღებს.
სერიალს "Overlook" ერქმევა და მასში სავარაუდოდ, 10 სერია იქნება.
ჯერჯერობით, ბევრი დეტალი ცნობილი არ არის, თუმცა ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სერიალში წიგნში მოთხრობილ ამბებამდე განვითარებული მოვლენები იქნება ნაჩვენები.
"The Shining"-ის მიხედვით, 1980 წელს, სტენლი კუბრიკს ფილმი აქვს გადაღებული, სადაც მთავარ როლს ჯეკ ნიკოლსონი ასრულებს.