კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: გვყავს covid19-ით ინფიცირებული 88 პაციენტი, ხვალ სავარაუდოდ 15 დატოვებს კლინიკას

formulanews.ge

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 88 პაციენტი რჩება. 

რატიანის ინფორმაციით, ხვალ, სავარაუდოდ, 15 პაციენტი დატოვებს კლინიკას. 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 9 მძიმე პაციენტია, 6 მართვით სუნთქვაზეა, 3-ის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა. 

"ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 99 პაციენტი, აქედან 88 არის ინფიცირებული. ერთ პაციენტთან მოგვივიდა უარყოფითი პასუხი და ეწერება კლინიკიდან. რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 9 პაციენტი, აქედან 6 მართვით სუნთქვაზეა. 3 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

დანარჩენი პაციენტების შემთხვევაში დაახლოებით 15-თან დაფიქსირდა დადებითი პასუხი და გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში, ნაცხის პასუხს ველოდებით და სავარაუდოდ, ხვალ დატოვებენ კლინიკას. 

რაც შეეხება 3 მოზარდს, მათ არ აქვთ არანაირი კლინიკური გამოვლინება. სტაბილურია ასევე ჩვენს კლინიკაში მყოფი ინფიცირებული მედიკოსების მდგომარეობაც. პაციენტები, რომლებიც გუშინ მივიღეთ, ერთ მათგანთან გამოვლინდა მწვავე პნევმონია და მკურნალობს სიმპტომურად," - თქვა რატიანმა.

მთელი საქართველოს მასშტაბით, 18 აპრილის 11:00 საათის მონაცემებით, ახალი კორონავირუსი 385 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 84 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 3 ადამიანი.

კომენტარები