კორონავირუსი საქართველოში

სმარტი: რუსთაველის ფილიალის დაცვის თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

სუპერმარკეტ "სმარტის" ცნობით, რუსთაველის ფილიალის დაცვის თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. 

სუპერმარკეტის განცხადებით, მათ ყველა ის ღონისძიება და რეკომენდაცია გაატარეს, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერაა მიღებული - ყველა თანამშრომელი, რომელსაც შეხება ჰქონდა დაცვის ინფიცირებულ წევრთან, იზოლაციაში გადაიყვანეს, ხოლო ობიექტი კი - დაიკეტა. 

"მოხდა ობიექტის სრული დეზინფექცია (მიუხედავად იმისა, რომ სუპერმარკეტში ისედაც რეგულარულად მიმდინარეობდა სადეზინფექციო სამუშაოები) და მხოლოდ აღნიშნული ზომების გატარების შემდგომ დაუბრუნდა სუპერმარკეტი სამუშაო რეჟიმს,"- წერს სუპერმარკეტი. 

სმარტის განცხადებით, თანამშრომელთა და მომხმარებელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების დამატებითი ზომების მისაღებად, 22 აპრილიდან სმარტის ყველა ფილიალში მისულ მომხმარებლებს მხოლოდ თერმო-სკრინინგის გავლის შემდეგ მიიღებენ. 

"თავად სმარტის თანამშრომლების თერმო სკრინინგი აქამდეც სისტემატიურად ხორციელდებოდა,"- წერია განცხადებაში. 

კომენტარები