საკულტო სერიალის "The Sopranos"-ის პრიქველის "The Main Saints of Newark"-ის გამოსვლა 6 თვით, 2021 წლის 12 მარტამდე გადაიდო.
პრიქველის გამოსვლა მიმდინარე წლის 25 სექტემბერს იყო დაგეგმილი.
"The Main Saints of Newark"-ის რეჟისორი ალან ტეილორია, რომელსაც წარსულში ნამუშევარი აქვს "The Sopranos"-სა და "Game of Thrones"-ზე.
საკულტო სერიალის მთავარი გმირის, ტონი სოპრანოს როლის შემსრულებელი, ჯეიმს განდოლფინი, 2013 წელს გარდაიცვალა. ამიტომ, პრიქველში ტონი სოპრანოს როლს მსახიობის შვილი, მაიკლ განდოლფინი შეასრულებს.
"The Sopranos"-ს პირველი სერია 1999 წლის, 10 იანვარს გამოვიდა და 6 სეზონი გრძელდებოდა.