საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 9 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში კი 107 ადამიანი შეადგინა.
მონაცემები StopCov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 416 შემთხვევა არის გამოვლენილი. აქედან, 107 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია, 5 კი გარდაცვლილი.
კარანტინის რეჟიმში 5160 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 579.