ახალი კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში - 132

STR/AFP via Getty Images

საქართელოში კორონავირუსისგან კიდევ 18 ადამიანი განიკურნა, სულ გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

24 აპრილის 18:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 431 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსული ინფექციით 5 პირი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5 888 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571.

კომენტარები