კორონავირუსი საქართველოში

თეთრიწყაროს საავადმყოფოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კლინიკური ხელმძღვანელის, კახა ბეროზაშვილის თქმით, გამოკვლეული 38 პაციენტიდან ერთს კორონავირუსი დაუდგინდა. პაციენტი თეთრიწყაროს კლინიკის თანამშრომელია.

"ამ ეტაპზე კლინიკაში 54 პაციენტია. 38 პაციენტს კვლევა ჩაუტარდა და აქედან კორონავირუსზე ერთი დადებითი პასუხი გვაქვს, დანარჩენი უარყოფითია. კორონავირუსზე დადებითი პასუხის მქონე პაციენტი არის თეთრიწყაროს კლინიკის თანამშრომელი. გადმოყვანილია ბინიდან ცხელების ჩივილით, სხვა ჩივილი პაციენტს არ აქვს. მდგომარეობა სტაბილურია, მსუბუქი ფორმაა. არავითარი ჩივილი არ აქვს, ამ ეტაპზე არც სიცხე... საშუალო ხნის ქალია", - თქვა ბეროზაშვილმა

stopcov.ge-ს მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებულმა რაოდენობამ 456-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 139 და გარდაიცვალა 5 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 4 904 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 579

კორონავირუსის გამო, საქართველოში 22 მაისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 27 აპრილამდე აკრძალულია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება. ასევე, ქვეყანაში მოქმედებს ე.წ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილებას კრძალავს. დაკეტილია ყველა მაღაზია, გარდა სურსათისა და სააფთიაქო ქსელებისა. ონლაინვაჭრობა შეზღუდულად მიმდინარეობს.თეთრიწყაროს საავადმყოფოს თანამშრომელია

კომენტარები