კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ - 149

STR/AFP via Getty Images

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ჯამში, გამოჯანმრთელებულია 149 პაციენტი. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა. 

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 485 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 6 პაციენტი. 

კარანტინის რეჟიმში 4 833 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571. 

საქართველოში კორონავირუსის გამო 22 მაისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 27 აპრილამდე აკრძალულია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება. ასევე, ქვეყანაში მოქმედებს ე.წ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილებას კრძალავს. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებებიც და დაკეტილია ყველა მაღაზია, გარდა სურსათისა და სააფთიაქო ქსელებისა. ონლაინვაჭრობა შეზღუდულად მიმდინარეობს.  

როგორ მოიხსნება შეზღუდვები - მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა წაიკითხეთ აქ.

კომენტარები