კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: 7 რეანიმაციული პაციენტიდან 6-ის მდგომარეობა გაუმჯობესდა, რჩება 1 მძიმე პაციენტი

რადიო თავისუფლება

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის, ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკაში 110 პაციენტი მკურნალობს, აქედან კორონავირუსის ინფექცია 87-ს აქვს. 

რატიანის თქმით, 7 რეანიმაციული პაციენტიდან 6-ის მდგომარეობა გაუმჯობესდა და რჩება ერთი მძიმე პაციენტი.

"გუშინ ჩატარდა ერთი ტესტირება, ორივე შემთხვევაში მივიღეთ უარყოფითი პასუხი და პაციენტი ეწერება კლინიკიდან. დღეს გაგზავნილი გვაქვს სამი პირველადი ტესტი ლუგარის ლაბორატორიაში და ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ. გვყავს შვიდი რეანიმაციული პაციენტი, ექვსის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, გვყავს ერთი მძიმე პაციენტი. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია", - თქვა რატიანმა. 

27 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, დადასტურებულია ინფიცირების 496 შემთხვევა.

აქედან 149 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 - გარდაიცვალა. 

კარანტინის რეჟიმში 4 833 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571.  

კომენტარები