ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა 27-29 აპრილს დღის საათებში დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსი იქნება, ხოლო 30 აპრილს დასავლეთ საქართველოში +29, აღმოსავლეთ საქართველოში კი +25 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მხოლოდ ხვალ, 28 აპრილს, შესაძლოა, აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, 30 აპრილს +22 გრადუსამდე მოიმატებს.

კომენტარები