დენი ბოილის თეატრალური დადგმა ფრანკენშტეინი Youtube-ის მომხმარებელთათვის გახდება ხელმისაწვდომი.
2011 წელს დადგმულ სპექტაკლის უფასო ჩვენებას სამეფო ნაციონალური თეატრი უზრუნველყოფს.
მერი შელის კლასიკური რომანის ბოილისებურ ადაპტაციაში მთავარ როლებს მსახიობები ბენედიქტ კამბერბეტჩი და ჯონი ლი მილერი ასრულებენ.
არაერთ თეატრალური ჯილდოს მფლობელი სპექტაკლი მაყურებლისთვის 30 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით იქნება ხელმისაწვდომი.