კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსზე მოსახლეობის 0.6 % გატესტილია, ეს საშუალო მაჩვენებელია

საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, 4 თებერვლიდან დღემდე საქართველოში სულ 11 942 PCR ტესტია ჩატარებული. გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსზე მოსახლეობის 0.6 პროცენტი გატესტილია, რაც მისივე თქმით საშუალო მაჩვენებელია. 

"გერმანიაში დღეს გამოკვლეულია 2,5 პროცენტი. ჩვენ ასული ვართ და პლუს თუ ამას დაამატებთ სწრაფ ტესტებს და ასეთი 8-9 ათასამდე, ავდივართ 0,6 პროცენტზე. ბევრი ქვეყანა PCR ტესტის გარდა სწრაფ ტესტსაც იყენებს, თუმცა შეფარდებაა 80/20-ზე, ანუ 80 პროცენტი PCR და დანარჩენი ე.წ. სწრაფი. ჩვენ ავდივართ დაახლოებით 0,6 პროცენტზე, რაც ნიშნავს, რომ საშუალო ვართ იმ ტიპის ქვეყნებს შორის, როგორიც ვართ ჩვენ განვითარებით", - თქვა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, გეგმაშია, რომ 10-15 მაისისთვის დღეში 1500 ტესტი ჩატარდეს, შემდეგ კი ეს რიცხვი 3000-მდე გაიზარდოს. 

„ვისაც ზუსტი რიცხვი აინტერესებს, რამდენი ტესტი ტარდება ქვეყანაში და როგორ მიმდინარეობს ის, 11 ლაბორატორიაში კეთდება და ბოლო 6 დღის განმავლობაში 600-700 ტესტს სცილდება. დაგეგმილია, რომ ამ თვის ბოლოს უნდა ავიდეთ 1000 ტესტირებაზე, მაისის 10-15-სთვის დაგეგმილი გვაქვს 1500 და შემდეგ ძალიან გვინდა, რომ თუ სიმძლავრეებით ამას შევძლებთ, 3000 ტესტი გვქონდეს დღეში, რომელიც დაახლოებით ის სტანდარტია , რომელსაც აწარმოებენ ავსტრია, გერმანია, შვეიცარია და მსგავსი ქვეყნები“, - თქვა გამყრელიძემ.

ამ დრომდე საქართველოში ახალი კორონავირუსი 496 ადამიანს აქვს დადასტურებული, საიდანაც 149 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 კი - გარდაიცვალა. 

კომენტარები