ნაალადევის რაიონში, ძმობის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლი იწვის.
როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. მათივე თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.