ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 11 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა, ერთის კი - მძიმე.
"1 პაციენტი არის მძიმე და მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში. არის ახალგაზრდა მამაკაცი, სტაბილურად მძიმეა", - თქვა სოლოღაშვილმა.
მისივე თქმით, ინფიცირებულს ხელოვნური სუნთქვის აპარატი არ დასჭირვებია. 11 პაციენტიდან კი, 3 - ასაკის გამო რისკ ჯგუფს მიეკუთვნება.
ჯამში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 54 პაციენტი მკურნალობს. მათგან 11 არასრულწლოვანია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
კლინიკაში 7 ახალი პაციენტიდან, რომელთან COVID-19 აქვთ დადასტურებული, 4 ბოლნისიდან და შინდისიდან გადმოიყვანეს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 511 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 156 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 გარდაიცვალა.