საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 12 პაციენტი განიკურნა, ჯამში ვირუსული ინფექციისგან 169 პირი გამოჯანმრთელდა. იფორმაცია რამდენიმე წუთი წინ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 511-ია, აქედან განიკურნა 168, გარდაიცვალა 6 პაციენტი.
საკარანტინო რეჟიმში 5 085 პირი რჩევა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 558.
საქართველოში, კორონავირუსის გამო, 22 მაისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება.
ასევე, ქვეყანაში მოქმედებს ე.წ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილებას კრძალავს. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებებიც და დაკეტილია ყველა მაღაზია, გარდა სურსათისა და სააფთიაქო ქსელებისა.
როგორ მოიხსნება შეზღუდვები - მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა წაიკითხეთ აქ.