კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: დღეს გვქონდა პიკი - ერთ დღეში 1 096 ტესტი ჩატარდა

დღეს მინისტრთან შეხვედრისას განვიხილეთ ლაბორატორიული კვლევების კიდევ უფრო გაფართოება, ძირითადი აქცენტია მოლეკულურ კვლევებზე. დღეს გვქონდა პიკი - 1 096 ჩატარდა ერთ დღეში, 12 ლაბორატორიაში. 5-დან ავედით 12 ლაბორატორიამდე. იქითა კვირიდან კიდევ 3-ის დამატებაა გათვალისწინებული. გვინდა, რომ 15 მაისამდე დღიურად, დაახლოებით, 1 500-დან 1 700-მდე კვლევა ვაწარმოოთ. შემდგომ, მეორე ეტაპზე, ვაპირებთ 2 000-დან 2 500 კვლევამდე ასვლას. ეს აუცილებელია, როდესაც შეზღუდვითი ღონისძიებების შემსუბუქება ხდება. აუცილებელია, რომ უფრო ფართომასშტაბიანი და ფართო ხელმისაწვდომობა იყოს PCR კვლევებზე და ჯანდაცვის სისტემის ჰოსპიტალური სისტემის სრული მზადყოფნა. აქეთკენ მიდის ქვეყანა. 

მე ვფიქრობ, რომ აქამდე გატარებულმა ზომებმა, შემზღუდავმა და სამედიცინო ჯანდაცვითმა ღონისძიებებმა მოგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ჩვენთან ინფექცია ჯერჯერობით ისევ დუნედ იზრდება. არ გვაქვს დიდი ნახტომისებური ზრდები

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, ბრიფინგზე.

კომენტარები