როგორ უნდა იმუშაონ სალონებმა გახსნის შემდეგ - ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები

flickr.com

ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა რეკომენდაციები, რომელიც გახსნის შემდეგ სხვადასხვა სფეროში დასაქმებულთათვის მუშაობის და ქცევის წესებს განსაზღვრავს.

სილამაზის სალონების ფედერაცია აცხადებს, რომ მათთვის მიწოდებული დეტალებით, შემდეგი წესებით უნდა იხელნძღვანელებენ:

  • უნდა შეიძნიონ უკონტაქტო თერმომეტრები, დამცავი ფარები, დეზობარიერები. ნიღბები და ხელთათმანები ისედაც მოიპოვებოდა სალონებში.
  • ყველა თანამშრომელი ვალდებულია, სამსახურში გამოცხადებისთანავე გაიზომოს სიცხე და აღრიცხვის ჟურნალში შეიტანოს მონაცემები
  • კარებში უნდა იდგეს ერთი თანამშრომელი, რომელიც შემოსულ მომხმარებელს გაუზომავს სიცხეს, დააბანინებს ხელს/დეზინფექციას გაუკეთებს სადეზინფექციო სხნარით, რომელიც იქვე იქნება მოთავსებული. აუცილებელია, ყოველი კლიენტის მონაცემები (ტემპერატურა) შეტანილი იქნას აღრიცხვის ჟურნალში
  • ხელოსნებს შორის, ასევე მომხმარებლებს შორის მანძილი უნდა იყოს 2 მეტრი
  • მომხმარებლებს უნდა ეკეთოთ ნიღბები და ხელთათმანები, ხოლო ხელოსნებს ფარები, ნიღბები და საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად, მანიკიური, კოსმეტოლოგი) ხელთათმანი
  • ერთ სივრცეში მაქსიმუმ 5 ადამიანის ერთად ყოფნაა შესაძლებელი.
  • ვისაც გრძელი თმა აქვს (ხელოსნებს), უნდა დაიმაგრონ
  • აკრძალულია მუშაობის პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება
  • დამლაგებელმა ხშირად უნდა წმინდოს იატაკი სადეზიფექციო ხსნარით, ხოლო სველი წერტილები, ყოველი მომხმარებლის შემდეგ
  • აუცილებელია, სილამაზის სალონების მფლობელებმა შეავსონ სპეციალური ფორმა, სადაც უნდა მიუთითონ სატრანსპორტო საშუალებები, რომლითაც თანამშრომლები დადიან.
  • ადმინისტრატორებმა ტელეფონი ყოველი საუბრის შემდეგ სადიზენფიქსაციო ხსნარით უნდა გაწმინდონ.

ფედერაციისვე განცხადებით, სილამაზის სალონები საშუალო რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან. მთავრობის გეგმის მიხედვით, სალონებმა მუშაობა 8 ივნისიდან უნდა აღადგინონ.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცემულ დოკუმენტში, რომელიც მომსახურების სფეროს - სილამაზის სალონებს, აფთიაქებს და ბანკებს ეხება წერია, რომ დასაქმებული ვალდებულია:

ვინაიდან ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

  • დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;
  • დაასუფთავეთ სადეზინფექციო საშუალებებით სამუშაო ზედაპირები, თუ ხელსაწყოები;
  • საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ, საპირფარეშოში შესვლის და გამოსვლის შემდეგ საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით და კარგად გაიმშრალეთ.
  • მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას, ჩახუტებას და სხვა) და დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (არანაკლებ 2 მ-სა)
  • დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვი.
  • გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი მოათავსეთ ურნაში;
  • გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას;
  • მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება, ასევე მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას.
  • მობილური ტელეფონის/ქალაქის ტელეფონის გამოყენებისას გახსოვდეთ, რომ ტელეფონს შეეხეთ ხელებით, რომელიც პოტენციურად ვირუსის გადამტანია. ხშირად გამოიყენეთ სადეზინფექციო საშუალებები.

კომენტარები