კორონავირუსი საქართველოში

გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 22 მაისიდან აღდგება

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ინფორმაციით, გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 22 მაისიდან აღდგება. 

მათივე ცნობით, ინფექციების პრევენციისა და კონტროლის საკითხებზე მონიტორინგს რეგულირების სააგენტო განახორციელებს და კლინიკების ამოქმედების მზადყოფნას შეაფასებს. საბოლოო გახსნის ვადები კი დამოკიდებული იქნება შეფასებასა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარებაზე.

როგორ უნდა იმუშაონ სტომატოლოგიურმა კლინიკებმა კორონავირუსის დროს - ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები წაიკითხეთ აქ. 

როგორ მოიხსნება კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები - მთავრობის გეგმა ნახეთ აქ

კომენტარები