ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე დაშავდა.
ტაბულას შსს-ში მომხდარი ფაქტი დაუდასტურეს, თუმცა უწყებაში უბედური შემთხვევის შესახებ, ჯერჯერობით, დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მანქანას მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.