კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში - 223

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ჯამში, გამოჯანმრთელებულია 223 პაციენტი. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.  

კარანტინის რეჟიმში 4 830 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 521.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 589 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 223 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა. 

კომენტარები