FDA-მ Roche-ს კორონავირუსის ანტისხეულების ტესტის აშშ-ში გამოყენება დაამტკიცა

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) დასტური მისცა შვეიცარიული ფირმის, Roche Holding AG-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის ანტისხეულების ტესტის გამოყენებას. ტესტი სისხლში ანტისხეულებს ეძებს, რომლებიც ორგანიზმში ახალი კორონავირუსის შეჭრის შედეგად წარმოიქმნება. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ თვეში 100 მილიონამდე ახალი ტესტის წარმოებას შეძლებენ, რაც ტესტირების მასშტაბები გაზრდას და ქვეყნების ეკონომიკების გახსნას შეუწყობს ხელს.

კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით ტესტის სიზუსზე 99.8%-ია.

საგანგებო მდგომარეობაში გამოსაყენებლად აშშ-მა უკვე ათობით კომპანიის ტესტი დაამტკიცა. Roche-ს ტესტი დამტკიცებულია ევროპაშიც. გარდა ტესტებისა, საგანგებო მდგომარეობაში მძიმე პაციენტების სამკურნალოდ აშშ-მა Gilead-ის მიერ წარმოებული პრეპარატი რემდესივირიც დაამტკიცა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი თქვა, რომ დარწმუნებულია, რომ კორონავირუსის ვაქცია წლის ბოლომდე იქნება მზად.

კომენტარები