პრემიერმინიტრ გიორგი გახარიას თქმით, ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის შეზღუდვები გადაადგილებებზე მოიხსნება. თუმცა დარჩება შეზღუდვები თბილისსა და რუსთავში.
"ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან მომიჯნავე რაიონებში", - ამბობს გახარია.
მისივე თქმით, შესაძლებელია იმედი გვქონდეს, რომ კვირის ბოლომდე თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხიც დადებითად გადაწყდება.
"თბილისშიც და რუსთავშიც უახლოეს დღეებში ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული", - ამბობს გახარია.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან მუშაობას განაახლებენ სამშენებლო კომპანიები და ასევე ის კომპანიები, რომლებიც სამშენებლო ბიზნესთან არიან დაკავშირებული.
ასევე აღდგება ავტოსარემონტო სამუშაოები.