კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: 2 პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, ერთის მდგომარეობა მძიმეა, მეორესი სტაბილური

ფორმულა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, კლინიკაში 79 პაციენტი მკურნალობს, მათგან 61-ს დადასტურებული აქვს კორონავირუსი, 6 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. 

რატიანის ინფორმაციით, რეანიმაციაში იმყოფება 5 პაციენტი. 2 პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მეორესი კი სტაბილური. 

"დღეს ეწერება 6 გამოჯანმრთელებული პაციენტი. 10 პაციენტზე პირველადი ტესტის პასუხები მოვიდა უარყოფითი, იმედია განმეორებითაც მოვა უარყოფითი და დღის ბოლოს კიდევ 10 პაციენტი დატოვებს ჩვენს კლინიკას", - თქვა რატიანმა.

რაც შეეხება 2 ორსულ პაციენტს, რატიანის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. მისივე თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კლინიკაში ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

"იმედია, ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა რამდენიმე კვირაში კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლას მოიგებს", - აღნიშნა რატიანმა. 

საქართველოში კორონავირუსის 604 დადასტურებული შემთხვევაა, აქენ 240 გამოჯანმრთელდა, 9 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები