რატიანი: 2 ახალ პაციენტს სწრაფი ტესტით დაუდასტურდათ COVID 19, ველოდებით PCR-ის პასუხებს

რადიო თავისუფლება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის ცნობით, კლინიკამ 2 ახალი პაციენტი მიიღო, რომლებსაც სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდათ, - "სწრაფი ტესტით დაუდასტურდათ, ველოდებით PCR ტესტის პასუხებს".

ამ ეტაპზე კლინიკაში დადასტურებული კორონავირუსით სულ 58 ადამიანი მკურნალობს. ახლად გამოჯანმრთელებული 9 პაციენტიდან ერთი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაეწერა.

ლევან რატიანის ინფორმაციით, დღის მეორე ნახევარში 11 პირის განმეორებითი ტესტის პასუხებს ელოდებიან.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე პირველმა საუნივერსიტეტო კლინიკამ 154 პაციენტი მიიღო, აქედან 95 უკვე გაეწერა.

9 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 626 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 297 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 10 - გარდაიცვალა. საკარანტინო რეჟიმში 4 717 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 452.

კომენტარები