კორონავირუსი საქართველოში

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა

AFP - Getty Images

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა.  

კლინიკის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, რეანიმაციულ განყოფილებაში 2 პაციენტი მკურნალობს, თერაპიულ მიმართულებაში კი 46 ადამიანია მოთავსებული.  

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ 57 პაციენტია მოთავსებული, მათგან COVID-19 39-ს აქვს დადასტურებული.  

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 652 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 383 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები