საარჩევნო შეთანხმება

იონათამიშვილი ოპოზიციაზე: თუ არ შეცვლიან რიტორიკას, ეს მათთვის დამღუპველი იქნება

ოპოზიციის ამ ნაწილს ვურჩევ, ნუ არიან მუდამ იმის ძებნაში, რომ არ შეასრულონ 8 მარტით ნაკისრი ვალდებულებები. საზოგადოება კარგად ხედავს, რომ მათ არ სურთ დემოკრატიულ საარჩევნო პროცესებში ჩართვა და თუ არ შეცვლიან ამ რიტორიკას, ეს დამღუპველი იქნება მათთვის. 

ქართული ოცნების დეპუტატი რატი იონათამიშვილი. დღეს, 18 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიება არ შეცვალა და ის კვლავ პატიმრობაში დატოვა. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის აუცილებლად მიიჩნევა გიორგი რურუას გათავისუფლებაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საკონტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. ოპოზიციის და საქართველოს დასავლელი პარტნიორების ზეწოლის შედეგად, საქართველოს პრეზიდენტმა 15 მაისს პოლიტპატიმრები - გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

კომენტარები