საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ - 485.
რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევებს, 21 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 721 შემთხვევაა დადასტურებული.
12 ადამიანი გარდაიცვალა.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყანაში 22 მაისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მოქმედებს კომენდანტის საათი.