პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც კორონავირუსის კრიზის ფონზე სამსახური დაკარგა და მთავრობა თავისი ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, საბანკო სესხის გადასახადი კიდევ 3 თვით, ავტომატურად გადაუვადდებათ.
გახარიას თქმით, ასევე მოქალაქეებს, რომელსაც შეუმცირდათ შემოსავალი და აქვთ საბანკო კრედიტი, შეუძლიათ თავიანთი სურვილით მიმართონ ბანკს და მათაც გადაუვადდებათ სესხი. მისივე თქმით, სესხების გადავადება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე მოხდება.