ბოლნისის სოფელ მუშევანში COVID-19-ით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, სოფელში კორონავირუსი 56 ადამიანს აქვს დადასტურებული.
როგორც მერიაში ტაბულას უთხრეს, ბოლნისში სულ ინფიცირების 162 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 75 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი - მუშევანი და გეტა საკარანტინო ზონად რჩება.
საქართველოში, ბოლო მონაცემებით, COVID-19-ის 728 შემთხვევაა დადასტურებული, 509 ადამიანი ვირუსისგან განიკურნა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.