კორონავირუსი საქართველოში

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID-19-ისგან კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ლაშა კუპრაშვილი

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

26 მაისის მონაცემებით, კლინიკაში სულ 14 პაციენტია მოთავსებული. მათგან კორონავირუსი 6 ადამიანს აქვს დადასტურებული. 

თერაპიულ მიმართულებაში 13 პაციენტი მკურნალობს, რეანიმაციულ განყოფილებაში - 1. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 732 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 537 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი გარდაიცვალა. 

კომენტარები