საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და ჯამში 738-ია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 16-ით გაიზარდა და ამ დროისთვის ჯამში 573-ია.
ინფორმაცია ამის შესახებ სპეციალურ საინფორმაციო ვებგვერდზე StopCov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის აქტიური 153 შემთხვევაა აღრიცხული.
ახალი კორონავირუსით საქართველოში 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის მოხსნილია საგანგებო მდგომარეობა და მასთან ერთად ე.წ კომენდანტის საათიც. 29 მაისიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც და გაიხსნება სავაჭრო მოლებიც.