სატელევიზიო დაჯილდოების BAFTA TV Awards ნომინანტები ცნობილია.
ყოველწლიურად ბრიტანეთის კინოსა და ტელევიზიის აკადემია სატელევიზიო სივრცეში გამორჩეულ პროექტებს აჯილდოებს.
წლევანდელი დაჯილდოების ფავორიტი რეალურ ამბავზე გადაღებული მინისერიალი Chernobyl გახდა. HBO-ს პროექტმა 14 ნომინაცია მოიპოვა. მეორე ადგილზე სტრიმინგ სერვისის Netflix სერიალი The Crown გავიდა, რომელმაც 7 ნომინაცია მიიღო. 6 ნომინაციით სატელევიზიო შოუები Fleabag და Giri/Haji წარმოდგენილი.
ნომინანტთა სრული ჩამონათვალის ნახვა ამ ბმულზეა შესაძლებელი. დაჯილდოების ცერემონიალი მიმდინარე წლის 31 ივლისს გაიმართება.