კორონავირუსი საქართველოში

გოფოძე: 80 გამოკვლეული თანამშრომლიდან კორონავირუსი სამს დაუდასტურდა, სულ ინფიცირებულია - 9

თბილისი რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ცნობით, დაახლოებით 80 თანამშრომელი გამოიკვლიეს და 3 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

მისივე თქმით, ჯამში რესპუბლიკური საავადმყოფოს ცხრა თანამშრომელია ინფიცირებული და ყოველი მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ლევან გოფოძის თქმით, კლინიკაში მოთავსებული ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზეა, ხოლო ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა.

"გუშინ მედპერსონალის 80 ანალიზის პასუხი მივიღეთ და იქედან სამი დადასტურდა მხოლოდ. დანარჩენი ყველა უარყოფითია. რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, ეს ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია- შიდა გავრცელებაა თუ გარედან. ჯერჯერობით საბოლოო დასკვნა არ გვაქვს, თუმცა პირველადი ინფორმაციით, რაც გვითხრეს, ისე იძებნება კონტაქტები, რომ სავარაუდოდ, გარედან შემოსული ინფექციაა",- ამბობს ლევან გოფოძე. 

14 ივნისის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 864 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გამოჯანმრთელებულია 703 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია - 14.

კომენტარები