სატელევიზიო არხმა Nickelodeon სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
"ამ და ყველა მომდევნო თვეში ვზეიმობთ პრაიდს LGBTQ+ თემის წევრებთან და მათ მხარდამჭერებთან ერთად". – წერია არხის პოსტში.
პოსტს სპანჯბობის სერიალის The Legend of Korra-ს ბისექსუალი გმირისა და ტრანსგენდერი მსახიობის, მაიკლ კოენის ფოტოები აქვს მიბმული.
თაყვანისმცემლების ნაწილს მიაჩნია, რომ შემქმნელების პოსტი მულტიპლიკაციური გმირის სექსუალურ ორიენტაციაზე მინიშნებაა, მეორე ნაწილის აზრით, ამ შემთხვევაში სპანჯბობი LGBTQ+ თემის მხარდამჭერად მოიაზრება.
არხის წარმომადგენლებს პოსტზე დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებიათ.