ლიფტის მოწყვეტა

თბილისში ლიფტის ჩამოწყვეტის შედეგად 4 პირი დაშავდა

თბილისში, ბაგრატიონის 6-ა-ში, ლიფტის ჩამოწყვეტის შედეგად ოთხი მოქალაქე დაშავდა. დაშავებულებს შორის ერთერთი არასრულწლოვანია, ერთი კაცი და ორი ქალი. 

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, არასრულწლოვანს დაბეჟილობა და ნაკაწრები აღენიშნება, ერთ პირს ქვედა კიდურების მოტეხილობა, დანარჩენ ორ დაშავებულს კი ქვედა კიდურების ღია მოტეხილობები.

სასწრაფომ დაშავებულები სტაციონარში გადაიყვანა.

კომენტარები