ტელეკომპანია Showtime-მა ახალი მინისერიალი The Comey Rule-ის პირველი ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც მსახიობი ბრენდან გლისონი დონალდ ტრამპის როლშია აღბეჭდილი.
სერიალის სცენარი FBI-ის ყოფილი დირექტორის, ჯეიმს კომის წიგნს ეფუძნება. შოუ ოსკარის ნომინანტმა რეჟისორმა, ბილი რეიმ გადაიღო. თავად კომის როლს ჯეფ დენიელსი ასრულებს.
მინისერიალის პრემიერა მიმდინარე წლის ნოემბერში იგეგმება.
2017 წელს ჯეიმს კომი FBI-ს ხელმძღვანელის თანამდებობიდან დონალდ ტრამპმა მოულოდნელად გაათავისუფლა. დემოკრატიული პარტიის აზრით კომი ტრამპის საარჩევნო შტაბისა და რუსეთის სპეცსამსახურების შესაძლო კავშირის საქმეს იძიებდა.